ახალციხის ერთ–ერთ სასტუმროში თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა. 71 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.
ახალციხის ავტოსადგურთან არსებულ სასტუმროში თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა. შემთხვევა 11 ივლისს გამთენიისას მოხდა. 71 წლის მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ადგილზე მისულ სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფს პიროვნება გარდაცვლილი დახვდა.
ცხედარს ახალციხის რაიონულ პროზექტურაში ექსპერტიზა ჩაუტარდა. გარდაცვლილს ოჯახის წევრები თურქეთში დღესვე გადაასვენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება საქართველოს სსკ–ის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თიკო კურტანიძე