ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი გარდაცვლილები ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, დედასა და გოგონებს ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები აქვთ მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია.
სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი გარდაცვლილები ნახეს. ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ დედა და შვილები ცხოვრობდნენ, ოჯახის უფროსი კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება.წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. ცხედრები მეზობლებმა 10 ივლისს აღმოაჩინეს.
მომხდარის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედა და შვილები საკუთარ სახლში დამწვარი ნახეს.
დედასა და უფროს გოგონებს სავარაუდოდ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები აქვთ მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარის შესახებ სხვა ინფომრაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.