ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მტკვარ-არაქსის კულტურის ნასახლარი აღმოაჩინეს. მასალები ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მტკვარ-არაქსის კულტურის ნასახლარსს მიაკვლიეს, რომელიც დაახლოებით, 5 000 წლის წინანდელ კულტურას წარმოადგენს. ასპინძის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ტერიტორიაზე არქეოლოგიურ სამუშაოებს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტი ერთობლივად აწარმოებენ. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არტეფაქტები ტერასულ ნამოსახლარზე აღმოაჩინა.
მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები და ახალი აღმოჩენა ასპინძის მუნიციპლაიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ დაათვალიერა.
სოფელ ჭობარეთში აღმოჩენილი მასალები ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება. აღმოჩენილია: ქვის ნაგებობები საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოებით, კერები და ჭურჭლის მრავალი სახეობა.
თიკო კურტანიძე