ახალციხისა და ასპინძა-ახალქალაქის სატყეო უბნების ტერიტორიაზე ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.
დღეისათვის ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიმდინარე სამუშაოების შუალედური გადამოწმება ხორციელდება, რათა შესაძლო ხარვეზები თავიდან იქნეს აცილებული და სამუშაოები უფრო ეფექტურად განხორციელდეს.
53 500 ჰა ფართობზე საველე სამუშაოები შემოდგმამდე გაგრძელდება, ხოლო, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, ორივე სატყეო უბნისთვის ტყის მართვის გეგმები მომზადდება.
ტყის ინვენტარიზაცია უმნიშვნელოვანესი სატყეო ღონისძიებაა, რომლის საფუძველზეც ყველა სახის სატყეო–სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება და ტყის მდგრადი მართვის წინაპირობას წარმოადგენს.
ორგანიზებული ტყის ინვენტარიზაცია საქართველოს ტყეებში ბოლო 20 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა (გარდა ფრაგმენტული მცირე ფართობებისა). ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წელს დაიწყო და დღეისათვის უკვე მომზადებული და დამტკიცებულია ტყის მართვის გეგმები ბორჯომ-ბაკურიანისა და ხარაგაულის სატყეო უბნებისთვის.
ასპინძა-ახალქალაქის და ახალციხის ტყის ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ, განახლებული მონაცემები სააგენტოს, მთელი რეგიონისთვის ექნება