ახალციხეში რაბათის მინათების პროექტი განხორციელდება. იგი ენერგოეფექტური ნათურებით ძველის ჩანაცვლებას, სადენების ცვლილებასა და სენსორულ მართვაზე გადასვლას ითვალისწინებს.
ქალაქის თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ძველი სადენები მწყობრიდან მალე გამოვა, რადგან მზისგან არის დაზიანებული.
პროექტს ქალაქის მერია შეიძენს. სამუშაოებს კომპანია „ვინროკი“ 50 000 დოლარით, ხოლო „ბიპი“ 60 000 დოლარით დააფინანსებს. შედეგად დაზოგილი თანხა წლიურად 60 000 ლარი იქნება, რაც ხარჯების განახევრებას ნიშნავს.