ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში დისკუსია გაიმართა, სადაც ქვეყანის ნარკოპოლიტიკის მიმართ, პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება განიხილეს.
შეხვედრას რეგიონში მოქნედი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე იმსჯელეს. დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მისი მთავარი მიზანი, პოლიტიკური პარტიებისგან იმ ინფორმაციის მიღება იყო, როგორია მათი ხედვა ნარკოპოლიტიკის მიმართ.
26 ივნისი, ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორის დღედ, 1987 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ გამოცხადდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად აღინიშნება.