ახალციხის მუნიციპალიტეტის
სიმბოლოების – გერბისა და დროშის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის
ვადა ამოიწურა. 24 ივნისის, 18 საათამდე საკრებულოს აპარატში 5
განაცხადი შევიდა. აღნიშნული ხუთი კონკურსანტის რამდენი ნამუშევარია
წარდგენილი, ამ დროისთვის უცნობია.
მომდევნო სამუშაო დღეს ჰერალდიკის კომისია შეიკრიბება და ესკიზების განხილვისთვის მზადებას დაიწყებს. სიმბოლოების შერჩევაში მონაწილეობას, ისტორიკოსები და მხატვრებიც მიიღებენ.
იმ შემთხვევაში თუ კომისია საუკეთესო ნამუშევარზე შეჯერდება, გერბისა და დროშის პროექტი შესათანხმებლად, ჰერალდიკის საბჭოს გადაეგზავნება, რომელიც შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.
დებულების მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოებს საბჭოს თანხმობით საკრებულო დაამტკიცებს.
შეგახსენებთ, რომ გერბისა და დროშის შესარჩევად გამოცხადებული პირველი კონკურსი ჩაიშალა, რადგან საკრებულოს აპარატში განაცხადი არ შევიდა.
თიკო კურტანიძე