სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. შსს–ს ინფორმაციით, ნიკოლოზ გელაშვილის წარდგენა 23 ივნისს მოხდა. მან სტრუქტურის ძველი ხელმძღვანელი გიორგი ნასყიდაშვილი ჩაანაცვლა.
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსი, მანამდე მცხეთა–მთიანეთის უწყებაში მუშაობდა.
რაც შეეხება გიორგი ნასყიდაშვილს, იგი სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას 2015 წლის ოქტომბრის თვიდან ხელმძღვანელობდა.
თიკო კურტანიძე