შსს–მ ლევან გოგოლაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული რ.ხ. დააკავა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ დღეს, 23 ივნისს სამცხე–ჯავახეთში დააკავეს მძღოლი, რომელიც 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა პირველ მაისს მოხდა.
საქმეს ადიგენის რაიონული სამმართველო, სსკ-ის 276-ე მუხლის მე–5 ნაწილით იძიებდა. აღნიშნული ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. თუმცა საქმე გადაკვალიფიცირდა ა ბრალდებული სსკ-ის 276-ე მუხლის მე–6 ნაწილით დააკავეს, რაც იგივე ქმედებას გულისხმობს, ოღონდ მთვრალ მდგომარეობაში.
აღნიშნულ შემთხვევაზე ,,მე–9 არხმა“ სიუჟეტი 28 მაისს მოამზადა. ოჯახის წევრებს გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი ეპარებოდა. მშობლები დამნაშავის დასჯას ითხოვდნენ.