ადიგენის მუნიციპალიტეტის
გამგეობამ, სიმონ პარუნაშვილის, რატი ტატალაშვიილსა და ჯემალ
იაკობაძის საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილება გაასაჩივრა. თვითმმართველობამ, უზენაეს სასამართლოს 20
ივნისს მიმართა. ადიგენის გამგეობა ყოფილი თანამშრომლებისთვის
განაცდურის ანაზღაურებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი, მისი მოადგილე რატი ტატალაშვილი და ადიგენის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ჯემალ იაკობაძე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, თბილისის სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა, უდანაშაულოდ ცნო.
გამართლებულებმა განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს, რაზეც ადიგენის თვითმმართველოისგან უარი მიიღეს. გასაჩივრების შემდეგ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პარუნაშვილი–ტატალაშვილი–იაკობიძის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ადიგენის გამგეობამ გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თვითმმართველობამ, რამდენიმე დღის წინ, მართლმსაჯულების ორგანოს უმაღლეს ინსტანციას მიმართა.
რუსუდან გვარამაძე