შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპოლიციო კონტროლი განახორციელა. უწყების ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 16-18 ივნისს, საპოლიციო კონტროლის შედეგად, სამართლდამცველების მიერ, სისხლის სამართლის 182 დანაშაული და ადმინისტრაციული სამართლდარღვევის 1 450 ფაქტი გამოვლინდა.
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ფსიქორტოპული მედიკამენტები, კანაფი, მარიხუანა, ჰეროინი, „სუბუტექსი“ და ოპიუმი.
პოლიციამ დააკავა 1 ძებნილი პირი. ასევე, გაიხსნა ადრე ჩადენილი ყაჩაღობის, ძარცვის მცდელობის და საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის თითო ფაქტი.