„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა. პაატა ბურჭულაძე 18 ივნისს, თანაგუნდელებთან ერთად, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს შეხვდა. მან ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ მოძრაობის სამოქმედო გეგმა გააცნო.
შეხვედრისას პაატა ბურჭულაძემ ქვეყნის მმართველობაში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის პერსპექტივებზე, ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა.
„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა რეგიონში ვიზიტი 17 ივნისს, ადიგენიდან დაიწყო.