ახალციხეში „მესხეთის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი“ დაფუძნდა. ორგანიზაციის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
საგვარეულო კავშირის წევრებმა პირველი მოთხოვნა უკვე დააყენეს. ისინი ახალციხეში ოსმალთა ბატონობისაგან მესხეთის გათავისუფლებისთვის თავდადებულთა მემორიალის აღმართვას მოითხოვენ.
„მესხეთის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის“ მიზანი ქართული ეროვნული ღირებულებების დაცვა და განმტკიცებაა.