”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი, წევრებთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
პაატა ბურჭულაძემ შეკრებილებს პარტიის სამოქმედო გეგმა და ის ხედვა წარუდგინა რომელიც, მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას შეძლებს.
მოძრაობის ლიდერი სოფელ ზანავში სოციალურად დაუცველი შაინიძეების მრავალშვილიან ოჯახშიც იმყოფებოდა.
18 ივნისს პაატა ბურჭულაძე მოსახლებას ახალქალაქში შეხვდება.