ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში, სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო. სოფლის დეპუტატი და რწმუნებული თითოეულ ოჯახში აღწერენ, როგორც განადგურებულ სახნავ-სათეს მიწებს, ასევე დაზიანებულ სახურავებს. სტიქიის შედეგის სრულად დათვლის შემდეგ გამგეობა მოსახლეობისათვის ზარალის ანაზღაურებას დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქალაქის რამდენიმე ქუჩა და სოფელი სადგერი მნიშვნელოვნად დააზარალა. განადგურდა მოსავალი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურების მოლოდინშია.
წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”