რვასართულიანი კორპუსის მაცხოვრებელებმა დასახმარებლად ახალციხის მერიას მიმართეს. ზარალის აღწერისა და შემდეგი რეაგირების მოთხოვნით, განცხადება ადგილობრივებმა 10 ივნისს დაწერეს. სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპურის მობინადრეები ამბობენ, რომ 23 მაისის შემდეგ მათთან არავინ მისულა და ზარალიც არავის შეუსწავლია.
ადგილობრივების თქმით, წვიმის წყალმა მეექვსე სართულამდე ჩააღწია და სამი სართულის კედლები და ჭერი მნიშვნელოვნად დააზიანა.
განიხილავს თუ არა მერია სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის
განცხადებას და მოხდება თუ არა ზარალის შესწავლა – ამაზე ქალაქის
ხელმძღვანელი პირებისგან პასუხი ვერ მივიღეთ. სამაგიეროდ
განგვიმარტეს, რომ მერიამ, კორპუსის სახურავის გადახურვითი
სამუშაოების დაწყება, უმოკლეს დროში უზრუნველყო.
ახალციხეში რვასართულიან საცხოვრებელ ბინას ძლიერმა ქარმა სახურავი 23
მაისს გადახადა. შპს ,,მშენებელი 2004“–მა სახურავის გადახურვა 28
მაისს დაიწყო. სამუშაოების ღირებულება 70 000 ლარამდეა. ხელშეკრულების
მიხედვით, რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა 2016 წლის
27ივნისამდე უნდა დასრულდეს.