ბორჯომში ერეკლეს ქუჩაზე ძლიერი წვიმის დროს დაგებული ასფალტი კომპანიამ უკანვე აიღო. 15 ივნისს, „ჰედეფ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა მუშაობა არც ძლიერი წვიმის შემდეგ შეწყვიტეს და ასფალტის დაგება წყლით სავსე გზაზე გააგრძელეს. შედეგად, ადგილობრივების მიერ გადაღებულ ვიდეოში მოხვდნენ, რომელიც სოციალური ქსელით გუშინვე გავრცელდა.
ფაქტს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია გამოეხმაურა და თავდაპირველად გამოითქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული ვიდეო ბორჯომში გადაღებული არ იყო, რადგან რესტორან „ფესვებთან“ ასფალტი წლების წინ დაიგო. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კონკრეტული მისამართი არასწორად გავრცელდა, თუმცა ასფალტს წყალში, კომპანია ნამდვილად ბორჯომში აგებდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განმარტება გააკეთა.
|