ახალციხის გამგეობის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი 18 ივნისს გაიმართება. ტესტირებაზე გამგეობა 134 პიროვნებას მიიწვევს.
25 ვაკანტურ პოზიციაზე 194 კონკურსანტის 379 განაცხადი შევიდა. პირველი ანუ გადარჩევის ეტაპი 60–მა განმცხადებელმა ვერ გადალახა.
ახალციხის გამგეობამ 25 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი 17 მაისს გამოაცხადა. ვაკანტურია გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწეების, იურიდიულ, აგრარულ, ბიუჯეტის საკითხებში მთავარი და წამყვანი სპეციალისტების პოზიციები, ეკონომიკური თუ ბუღალტრული განყოფილების უფროსის თანამდებობები და სხვა.
25 ვაკანსიას შორის ყველაზე მეტი – 33 განაცხადი იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დაფიქსირდა. აგრარულ საკითხებში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას 31 განაცხადით მეორე ადგილი უკავია.
|