ახალციხის მუნიციპალიტეტში
გზების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი
ხორციელდება. გზების მშენებლობა მიმდინარეობს ზემო
სხვილისში, ახალციხე-წყრუთი-ანის მონაკვეთზე და სოფელ
საძელში.
ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, ზემო სხვილისში გზის ორ მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო სხვილისში, ერთ მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო.
ახალციხე-წყრუთი-ანის საავტომობილო გზის 1 600 მეტრიან მონაკვეთზე, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
სოფელ საძელში კი ასფალტის საფარი 1 400 მეტრზე მოეწყობა. ასევე, გაკეთდება მილხიდები და გვერდითი კიუეტები.
პროქტები საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
|