ახალციხის ორ პარკში, დეკორატიული ფიჭვის ხეები დაირგო. გამწვანების აქცია მიკროსაფინანსო კომპანია ,,ბი აი ჯის“ ახალციხის ფილიალმა მოაწყო. ორგანიზაცია ამით 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წელს დააწესა.
გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა, ბუნების მიმართ, ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, გარემოს განვითარებისათვის ხელშეწყობას, შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში, საზოგადოების აქტიურ ჩართვას ისახავს მიზნად.
,,ბი აი ჯის“ თანამშრომლებმა დეკორატიული ფიჭვის 20 ნერგი, ახალციხის
ცენტრალურ პარკსა და შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე
დარგეს. განწვანების აქციაში მონაწილეობა, ახალციხის ფილიალის ყველა
თანამშრომელმა მიიღო. კომპანია მსგავსი სოციალური აქციების გამართვას,
სამომავლოდაც აპირებს.
მიკროსაფინანსო კომპანია ,,ბი აი ჯის“ ახალციხის ფილიალი, 2015 წლის
ნოემბერში გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია მხოლოდ შვიდი
თვეა რაც სამცხე–ჯავახეთში, ბაზარზე ოპერირებს, მოქნილი საკრედიტო
სისტემის გამო, კომპანიას უკვე რამდენიმე ასეული კლიენტი ჰყავს. იგი
მცირე ბიზნესისა და საოჯახო მეურნეობების მქონე ფერმერების
დაფინანსებაზეა ორიენტირებული. ბიზნეს და აგრო სესხების გარდა, ბიაიჯი
ფიზიკურ პირებს ავტოსესხებსაც სთავაზობს.