ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) მისაღებად კონკურსი მეორედ გამოაცხადა.
საკრებულოს ინფორმაციით, მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, გარდა სიმბოლიკის შექმნის მიზნით, ჩამოყალიბებული დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებისა.
ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 30 მაისიდან -24 ივნისის ჩათვლით, 9:00 სთ-დან – 18:00-სთ-მდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
კონკურსში გამარჯვებულს პრემიის სახით 1250 ლარი გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ სიმბოლოების შესარჩევად გამოცხადებული პირველი კონკურსი ჩაიშალა, რადგან საკრებულოს აპარატში განაცხადი არ შევიდა.