ახალციხეში პროექტის „ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზატორებმა შეხვედრის მონაწილეებს სამომავლო გეგმები გააცნეს. კოორდინატორის ინფორმაციით, პროექტის მიზანი საზოგადოებაში გენდერული ცნობიერების ამაღლებაა.
პროქტი შვიდი თვის განმავლობაში განხორციელდება. მასში ჩართული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები და ახალგაზრდული გენდერული კლუბები.
პრეზენტაციას ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც დაესწრო, რომელიც გენდერულ თემებზე გამართულ ტრენინგებში მამაკაცების ჩართვის ერთ–ერთი ინიციატორია.
პროექტს სამცხე–ჯავახეთის მედიაცენტრი, შვედეთის განვითარების სააგენტოსა და ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი საქართველოს ორ რეგიონს ქვემო–ქართლსა და სამცხე–ჯავახეთს მოიცავს.