ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში მცხოვრებ დავით ბერიძის ოჯახს, ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ 3 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით, დაზარალებული ოჯახისათვის სამშენებლო მასალები შეიძინეს.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა, ,,ვ.მაღრაძის სახელობის სამუსიკო სკოლის”, ,,ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა” და ,,ასპინძის გარე-განათების” თანამშრომლების ინიციატივით, თანხა შეგროვდა, რომლითაც სარეცხის მანქანა, ტელევიზორი, სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთი და საკვები პროდუქტი შეიძინეს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნუგზარ ლონდარიძემ და გამგეობის სხვა თანამშრომლებმა დაზარალებული ოჯახი მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.