სისტემური შეხვედრები მოსახლეობასთან და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება – ეს გახლავთ ერთერთი გადამწყვეტი გზა იმ პრობლემებისა, რომელიც სპეციალისტების აზრით, საზოგადოებაში დაგროვდა.
ფსიქოლოგის ინსტიტუტი ყველა დროის მნიშვნელოვანი დარგია. სხვადასხვა სახის სეანსები ადამიანს საშუალებას აძლევს იყოს უფრო გახსნილი და მოტივირებული – განმარტავს გულიკო ბექაური.
ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი ერთერთი ძლიერად განვითარებული უნდა იყოს სკოლაში, რადგან გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული პრობლემები ადვილად გადალახონ– მიაჩნია გამოკითხული მოსახლეობის ნაწილს. მოსწავლეთა მშობლები ფიქრობენ, რომ სპეციალისტი მათთან და ბავშვეთან ერთდროულად უნდა მუშაობდეს, სხვა მხრივ სრულყოფილი შედეგის მიღწევა გაჭირდება. მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთობლივი მუშაობისთვის კი საჭიროა სკოლებში ფსიქოლოგის შტატი იყოს დაშვებული.
როგორც ექოს გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია, ფსიქოლოგის შტატი ახალციხის სკოლებში დაშვებული არ არის. ერთადერთი ხელმძღვანელი, რომელმაც მეცხრე არხთან ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორია. გიორგი კაპანაძე განმარტავს, რომ სკოლებს უფლება აქვთ ფსიქოლოგის შტატის დაშვების, მაგრამ მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით. სკოლის დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს ფსიქოლოგიურ დახმარებას მასწავლებლები და მანდატურები უტარებენ, თუმცა რა თქმა უნდა მათ პროფესიული ცოდნა ამ მიმართულებით არ აქვთ.
რამდენად ამართლებს ფსიქოლოგის ინსტიტუტი და როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით ?! გამოკითხული მოსახლეობის აზრი ერთგვაროვანია.
მოსახლეობას ფსიქოლოგიის ინსტიტუტთან დაკავშირებით სწორი და დროული ინფორმირება ჭირდება, ასეთ შემთხვევაში გარკვეული პრობლემების პრევენცია შესაძლებელი იქნება – ფიქრობენ სპეციალისტები.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე.