24 მაისს, ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ლიდერებმა სამცხე–ჯავახეთში ოფისები გაიხსნეს. გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ბორჯომის ახალ ოფისში მხარდამჭერებს შეხვდა და მათ მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე ესაუბრა.
დღესვე გაირკვა, რომ ბორჯომის ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისს ნიკოლოზ ჯავახიძე უხელმძღვანელებს. ჯავახიძე მედიასთან აქცენტს ბორჯომში არსებულ სოციალურ ვითარებასა და სამართლიანობის აღდგენაზე აკეთებს.
,,დეტალურად გააზრებული პოლიტიკური გეგმის მიტანა მოსახლეობამდე“ გირჩის ლიდერებმა დღესვე ადიგენშიც სცადეს და ახალი ოფისის ხელმძღვანელად მათ მხარდამჭერებს ზურაბ ტაბიძე წარუდგინეს.