ანზორ გელდიაშვილი, რამდენიმე წლის განმავლობაში, სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. უმცროსი სერჟანტი 2008 წლის 10 აგვისტოს, ქარელის მუნიციპალიტეტში დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტრო, გარდაცვლილი მებრძოლების ხსოვნის უკვდავსაყოფად, მათ ქალაქებში, მეომრების სახელებს, სკოლებსა და ხიდებს ანიჭებს. ახალციხის ერთ–ერთი ხიდისთვის, გელდიაშვილის სახელის მინიჭების ინიციატივაც, აღნიშნულ უწყებას ეკუთვნის.
2016 წლის 25 მარტს, ახალციხის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის, ანზორ გელდიაშვილის სახელი მიენიჭებინათ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა, სადაც თინათინ ხიდაშელი და სამხედრო მოსამსახურეები, სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს, საქართველო–ნატოს ურთიერთობასა და ევროინტეგრაციის პროცესზე ესაუბრნენ.