ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 2016 წლის განმავლობაში, პრემიისა და დანამატის სახით, 147 165 ლარი გაიცა. თანხა თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებზე გადანაწილდა.
2016 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში, პრემიის სახით, 140 780 ლარი გაიცა. ამავე წლის ოთხ თვეში, 6 385,12 ლარის სახელფასო დანამატი გაიცა ბორჯომის გამგეობაში.