ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფარეხას დასახლებასთან, მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 31 წლის გ.ფ. აბასთუმანში ცხოვრობდა. იგი სამი დღის წინ გაუჩინარდა.
აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიგენის გამგებლის წარმომადგენლის მამაუკა ფირანიშვილის თქმით, იგი სამი დღის წინ ვალეში ნათესავებთან იმყოფებოდა და სახლში მოკლე გზით ფეხით ბრუნდებოდა.
“მისი კვალი არალთან შეწყდა. როგორ აღმოჩნდა წყალში არვიცით. დღეს კი გარდაცვლილის ცხედარი მდინარეში მწყემსმა იპოვა” – აცხადებს “მეცხრე არხთან” მამუკა ფირანიშვილი.
მისივე თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მას აბასთუმანში გადაასვენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს საქართველოს სსკ–ის 115–ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თიკო კურტანიძე