მაშველებმა მდინარეში დაკრგული მამაკაცის ძებნა დილის ექვსი საათიდან განაახლეს. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სამძებრო სამუშაოები კვლავ აწყური – “ჩითახევი ჰესის” მონაკვეთზე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 58 წლის ზიკილიის მკვიდრს 15 მაისს, აწყურში, სლესის ციხესთან ავტომობილი მოუცურდა და გზიდან გადავიდა. მანქანა მდინარის ნაპირზე ხეებმა შეაჩერა. თავად მძღოლი კი მდინარეში გადავარდა. მისი მეუღლე სხეულის მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ უმუქრება.
სამაშველო სამსახურმა დაკარგული მამაკაცის ძებნა გუშინვე დაიწყო. სამძებრო სამუშაოები დაღამებისას შეწყდა.
თიკო კურტანიძე