რუსეთის ქალაქ ყაზანზე დრონებით შეტევა განხორციელდა - აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა
რუსეთის ქალაქ ყაზანზე დრონებით შეტევა განხორციელდა. ქალაქის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. როგორც რუსული ტელეგრამის არხები აღნიშნავენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ყაზანის ქარხნებზე თავდასხმისთვის, სავარაუდოდ, ლიუტის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.ყაზანის ორ რაიონში - ნოვო-სავინოვსკისა და ავიასტროიტელნიში ქალაქის მცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა გაიგეს.
ამასთან, როსავიაცია იტყობინება, რომ ყაზანის აეროპორტი დროებით დაკეტილია თვითმფრინავების მიღებისა და გაგზავნისთვის.