წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი - ამინდის პროგნოზი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,12 - 13 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
12 და 13 მაისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +21 და +17 გრადუსს, ღამით კი +7 და +6 გრადუსს უნდა ველოდოთ. წვიმს ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +22 და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 და +7 გრადუსს ვარაუდობენ.
წვიმიანი ამინდია ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +22 და +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 და +9 გრადუსი იქნება. ნალექს პროგნოზირებენ ადიგენში, დღისით +20 და +17 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +4 და +6 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნალექია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +16 და +13 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +5 და +3 გრადუსი იქნება. წვიმა და მოღრუბლულობაა ნინოწმინდაში. სინოპტიკოსები დღისით +14 და +12 გრადუსს, ხოლო ღამით +4 და +5 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე წვიმს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +18 და +13 გრადუსია, ხოლო ღამით +7 და +4 გრადუსი იქნება. წვიმა და ელჭექია ბაკურიანშიც. ტემპერატურა +13 და +9 გრადუსია და ღამით +4 და +1 გრადუსამდე დაეცემა.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც ნალექს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 და +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 და +12 გრადუსი იქნება.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.