ფარმა–რჩევები
მარწყვი – ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალება
ვიტამინი C-ს შემცველობით მარწყვი მარტო შავ მოცვს ჩამორჩება. ხოლო ფოლიუმის მჟავა მასში იმაზე მეტია, ვიდრე ჟოლოში ან ყურძენში. მარწყვი აძლიერებს იმუნიტეტს და სისხლძარღვების კედლებს. ის იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან, მისი მიღება რეკომენდირებულია გაციების პროფილაქტიკისთვის.ის არის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალება. მარწყვი ასევე შეიცავს იოდს. ამიტომ ზაფხულის პერიოდში მისი საკმარისი რაოდენობით მიღება საშუალებას გვაძლევს უარი ვთქვათ სხვა იოდის შემცველი საკვების მიღებაზე.

მარწყვი, მიუხედავად მისი ტკბილი გემოსი, ფლობს შაქრის დამწევ შესაძლებლობებს. დილით მიღებული ჭიქის მეოთხედი მარწყვის წვენი გვეხმარება კუჭის დაავადებების დროს.

ის საუკეთესო საშუალება გახდომის მსურველთათვის. თუ რა თქმა უნდა მათ არ აწუხებთ ალერგია. ასევე მისი დიდი რაოდენობით მიღებისას არ უნდა დაგვავიწყდეს შარდმდენი თვისებები. ის ორგანიზმს ეხმარება გათავისუფლდეს ზედმეტი წყლებისგან.

მისი ფოთლების ნახარში არეგულირებს არტერიულ წნევას და ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. ამასთან ეს კენკრა გვეხმარება უძილობის დასაძლევად.

მარწყვი აუცილებლად უნდა ჩართონ თავის რაციონში ანემიით დაავადებულებმა. გამოიყენება ასევე ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადებების დროს.

მარწყვისგან აკეთებენ სახის ნიღბებს. სუფთა კანზე წაისვით მარწყვის წვენი, შემდეგ 15-20 წუთით დაიდეთ სახეზე მარწყვის ფაფა. სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან გრილი რძით. ასეთი ნიღაბი ძალიან მოუხდება მათ ვისაც აქვს მშრალი კანი.

მარწყვის შემადგენლობაში ასევე შედის: რკინა, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, რიბოფლაბინი, რუტინი და ნიკოტინის მჟავა.

მარწყვი არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, გვეხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, კუჭის წყლულის, ნაწლავების ინფექციისას, თირკმელების დაავადებების დროს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც ანტიმიკრობული საშუალება, ავიტამინოზის სამკურნალოდ.

მარწყვი ინახება 6 თვის განმავლობაში გაყინული სახით. კენკრა უნდა გავაწყოთ სინზე ერთმანეთის გვერდით გავყინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიტანოთ სპეციალურ პაკეტებში.



Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
RUB
RUB
100
4.2126
TRY
TRY
1
0.4646
USD
USD
1
2.6935
AMD
AMD
1000
5.5801
კალენდარი
Facebook