"ჩაისა და თხილის სეზონი ჩაგვივარდა" - ადგილობრივები კახარეთიდან
10:39 / 13.10.2020
სოფელი კახარეთი სამხრეთ საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კახარეთში მცხოვრები ახალგაზრდები მათ შორის არიან, ვინც კორონავირუსის პანდემიის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ისინი სეზონზე თურქეთში ჩაის საკრეფად დადიოდნენ.საზღვრების ჩაკეტვის გამო კი სამუშაო და ოჯახების რჩენის შანსი დაკარგეს. უმუშევრობა კახარეთის ძირითადი პრობლემაა, თუმცა არა ერთადერთი.
მამუკა ხმელიძე კახარეთის მკვიდრია. იგი სამი წლის განმავლობაში თურქეთში ჩაის საკრეფად დადოდა. იმედი ჰქონდა, რომ გაზაფხულზე, მეზობელ ქვეყანაში დასაქმებით, თანხას გამოიმუშავებდა და სეზონური სამსახურიდან მიღებული ფულით ოჯახის რჩენას შეძლებდა. პანდემიის გამო, მას და მის თანასოფლელებს თურქეთში წასვლა, ჩაის პლანტაციებში დასაქმების მიზნით, გაურკვევლი ვადით გადაედოთ. შესაბამისად ოჯახები ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მამაკაცის თქმით მსგავსი პრობლემის წინაშე დადგნენ სოფელში მცხოვრები ქალებიც, რომლებიც მეზობელ ქვეყანაში სეზონურად თხილის საკრეფად დადიოდნენ.
“პანდემიამ პრობლემები შეგვიქმნა, ვერ წავედით სამუშაოდ და დავრჩით უმუშვრები. გაზაფხულზე 15-20 დღით მივდიოდით, ჩემი სოფლიდან ყველა ახალაზრდა დადიოდა. მერე თხილის სეზონი იყო და იქაც ვერ წავიდნენ ქალები. თუ იქნება იმის საშუალება, რომ წავიდეთ და ვიმუშავოთ აუცილებლად წავალთ“-ამბობს მამუკა ხმელიძე.
ყოველწლიურად, თურქეთში სამუშაოდ კახარეთის ახალგზარდების დაახლოებით 90% დადის. შექმნილი ვითარების გამო, პანდემიის პერიოდი განსაკუთრებით მათთვის რთული გადასატანი აღმოჩნდა. სოფელში ამბობენ, რომ სახელმწიფოს ერთჯერადი დახმარებებით ისარგებლეს, თუმცა მთავრობისგან გაღებული ეს მხარდაჭერა მინიმალურია.
საზღვრის ჩაკეტვის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, უმუშევრობის გარდა, სასმელი წყლის პრობლემაზეც ჩივიან. სოფლის ნაწილს წყალი გრაფიკით აქვს, მეორე ნაწილი კი მას ვერც საათობრივად იღებს.
„წყლის შემკრები გააკეთეს, იქიდან ჩვენ უნდა წამოვიყვნოთ წყალი თითოეულმა ოჯახმა, ეხლა გრაფიკით გვაქვს, თუმცა თუ გავაკეთებთ მერე 24 საათის განმავლობაში გვექნება“ - ამბობს ადგილობრივი
მას შემდეგ, რაც ადიგენის სხვა სოფლებმა მაღალმთიანი ზონის სტატუსი მიიღეს, კახარეთი კვლავ მის მოლოდინშია. ადგილობრივების თქმით, ამ საკითხის მოგვარებას ჰპირდებიან, ოღონდ ყოველთვის წინაასარჩევნოდ. მსგავსი დაპირება მოსახლეობამ უკვე მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატისგან. ანტონ ობოლაშვილი ადგილობრივებს დაპირდა, რომ ცოტახანში, კახარეთი მაღალმთიანი სოფელი გახდება.
„როდესაც შეგვხვდა ბატონი ანტონი, დაგვპირდა მალე მოვაგვარებთ ამ პრობლემასო. ჩვენ მისი იმედი გვაქვს, ყველაფერი გავაკეთეთ აქამდე, თუმცა იმ შეღავათებით მაინც ვერ ვსარგებლობთ, რაც მაღალმთიანობას აქვს“ - ამბობს ადგილობრივი იოსებ ქამაშიძე.
კახარეთის მოსახლეობა აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე, იმ პრიორიტეტებით სარგებლობა, რასაც მაღალმთიანობის სტატუსი ითვალისიწინებს, მათთვის დიდი შეღავათია. ადგილობრივები იმედს არ კარგავენ, რომ არჩევნების შემდეგ ეს დაპირება საბოლოოდ ასრულდება.
„ყველა პრობლემატური საკითხი გადაიხედება, ეს არის ჩვენი მოვალეობა, მოკლედ გაგცემთ პასუხს“- განაცხადა ზაქარია ენდელაძემ.
სოფელში არსებული ძირითადი პრობლემების შესახებ ადიგენის მერმა კომენტარი არ გააკეთა. ზაქარია ენდელაძე მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა. შესაბამისად უცნობია, როგორ ან როდის მოგვარდება კახარეთის პრობლემები.
ბოლო მონაცემებით, სოფელში სულ 285 მოსახლე ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, ახალგზრდების უმეტესობა, უმუშევრობის გამო, სოფელს, თითქმის, ყოველდღიურად ტოვებს. მოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.