წყალთბილა-ნაოხრების გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.
ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 430 მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო. სარწყავი არხების გადაკვეთის ადგილებზე კი მილხიდები მოეწყო.
წყალთბილა-ნაოხრების გზის მონაკვეთი, წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.