ახალციხელი გამომგონებლები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პირველ ლედის შეხვდნენ. გიორგი აბაშიშვილმა და მაკა ჩიჩუამ ახალგაზრდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლეს. კარლო ხუციშვილის თქმით, მათ პრეზიდენტის მეუღლესა და ადმინისტრაციის უფროსს, პროექტი “Life Saver”-ი გააცნეს, რომლის მეშვეობითაც ისინი ნორჩ გამომგონებელთა და მეცნიერთა მეათე საეთაშორისო ოლიმპიადის – IYIPO 2016–ის ერთ–ერთი გამარჯვებულები გახდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათთან ერთად იმყოფებოდნენ ოლიმპიადის სხვა ოქროსმედალოსნებიც.
“ჩვენი პროექტი გავაცანით და უპილოტო გამნაღმველი სისტემის მუშაობის პრინციპი ავუხსენით. ძალიან მოეწონათ “ – აღნიშნა “მეცხრე არხთან” კარლო ხუციშვილმა.
შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდებმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაათვალიერეს.
შეგახსენებთ, რომ ახალციხელმა გამომგონებლემა კარლო და ანა ხუციშვილებმა და თორნიკე მაზმიშვილმა უპილოტო გამნაღმველი სისტემა “Life Saver”-ი შექმნეს, რომელიც Ipad-ის საშუალებით იმართება და მას სხვა მსგავს მოწყობილობებთან შედარებით უპირატესობები აქვს. აქამდე გამნაღმველი სისტემა, რომელშიც ადამიანები უშუალოდ არ არიან ჩართულები, არ არსებობდა. ახალციხელი ახალგაზრდების გამოგონებამ აღნიშნული პრობლემა გადაჭრა.
თიკო კურტანიძე
|