ექვს აპრილს, დაახლოებით, ღამის 12 საათზე, ახალციხის რაიონულ
სამმართველოში რამდენიმე ათეული ქალი მიიყვანეს. თვითმხილველების
თქმით, ძალოვან უწყებაში ქალებთან ერთად, მცირე სასტუმროს
მეპატრონეებიც იმყოფებოდნენ.
ქალებმა, ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობა, რამდენიმე საათის
განმავლობაში, პერიოდულად დატოვეს.
შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ
სამმართველოში შეყვანილი ქალებიდან, ათი მათგანი პოლიციელებისთვის
წინააღმდეგობის გაწევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 173–ე მუხლით დააკავეს.
რატომ იმყოფებოდნენ ქალები სამმართველოში – ძალოვან უწყებაში
დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ.
ათი დაკავებულის მიმართ დადგენილებას სასამართლო გამოიტანს. ახალციხის
რაიონულ სასამართლოში ამბობენ, რომ მათთან ჯერ მხოლოდ ორი ქალბატონის
საქმეა შესული. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.