ახალციხეში პროექტის ,,ახალგაზრდული საკრებულოების“ მეორე ეტაპი დაიწყო. მის ფარგლებში ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ახალგაზრდები შეირჩნენ. ისინი იმავე სისტემის მიხედვით დაკომპლექტდნენ, როგორც საკრებულოებში დეპუტატთა პოსტებია გადანაწილებული. პროექტის ორგანიზატორებისაგან ახალგაზრდული საკრებულოების წევრებმა სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სამომავლოდ, წევრები სოციალურ აქციასა და საგანმანათლებლო პროექტებს გეგმავენ.
ახალციხის თემსა და ქალაქში ახალგაზრდული საკრებულოები 9 თვის წინ შეიქმნა.
პროექტი ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ამ დრიოსათვის მისი პირველი, 6 თვიანი ეტაპი დასრულდა. ახალი საკრებულოსათვის გაიზარდა ასაკობრივი ზღვარი. ამიერიდან, ახალგაზრდული საკრებულოს წევრი შეიძლება 16–დან 25 წლამდე ახალგაზრდა გახდეს.