ახალციხეში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრსა და “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს ელოდებიან.
კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე, პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრებს, მესხეთის სახელმწიფო, პროფესიული დრამატული თეატრის შენობაში შეხვდება.
როგორც “მეცხრე არხს” ახალციხის მერის მოადგილემ ზაზა გელაძემ განუცხადა, “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრისას, თავმჯდომარის არჩევა მოხდება, თუმცა ამ თანამდებობას ვინ დაიკავებს, ეს ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები უკვე არჩეულია ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში.