შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი
წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ
ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2016 წლის თებერვლის თვე 360 402 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის
იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 23,9 %-ით მეტია. ამასთან, შემოღებული
პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება
შემდეგია: ა) ტურისტი – 120 215 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,4%,
მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 19%); ბ) ტრანზიტი – 58 456
ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელთან 1,4%); გ) სხვა – 181 731 ვიზიტი (საერთო რაოდენობის
50,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 37,4%). რაც შეეხება
იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში 683 561 ვიზიტი განხორციელდა,
რაც 13,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის
მაჩვენებელზე. 2016 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ
აზერბაიჯანიდან (+41,9%), თურქეთიდან (+12,2%), სომხეთიდან (+7,5%),
რუსეთიდან (+29,2%) და უკრაინიდან (+23,5%) განხორციელდა. ასევე,
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების
მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის
კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩნენ იტალია, საფრანგეთი, დიდი
ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად 29%, 29%, 14%, 11% და
7%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (22%) და უზბეკეთი (44%).
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (26%) და მოლდოვა (31%),
ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (24%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან –
არაბთა გაერთიანებული საემიროები 480%-იანი მატებით. აქვე
აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 13%-იანი
ზრდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს
სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს
გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2016 წლის თებერვლის თვე 360 402 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015
წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 23,9 %-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის
ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 120 215 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,4%, მატება
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 19%);
ბ) ტრანზიტი – 58 456 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,2%, მატება
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 1,4%);
გ) სხვა – 181 731 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 50,4%, მატება წინა
წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 37,4%).
რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში 683 561 ვიზიტი
განხორციელდა, რაც 13,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო
პერიოდის მაჩვენებელზე.
2016 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან
(+41,9%), თურქეთიდან (+12,2%), სომხეთიდან (+7,5%), რუსეთიდან
(+29,2%) და უკრაინიდან (+23,5%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური
ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან,
საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით,
იანვარ-თებერვალში გამოირჩნენ იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი,
პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად 29%, 29%, 14%, 11% და 7%), შუა
აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (22%) და უზბეკეთი (44%). აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (26%) და მოლდოვა (31%), ახლო
აღმოსავლეთიდან – ისრაელი (24%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა
გაერთიანებული საემიროები 480%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 13%-იანი ზრდა.