სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ახალციხის თემისათვის 667 ათასი ლარი გამოიყო
20:03 / 29.02.2016
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალციხის თემისათვის
667 ათასი ლარი გამოიყო – ამის შესახებ საკრებულოს სხომაზე
გახდა ცნობილი. მიმდინარე წელს, დაფინანსება, გასულ წელთან შედარებით,
17 ათასი ლარით მეტია, ეს თანხა კი ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში
ერთ–ერთი კორპუსის გადახურვას მოხმარდება. ადგილობრივ
თვითმმართველობაში ამბობენ, რომ თანხის გაზრდა ქვეყნის სხვა
მნუნიციპალიტეტებში მოსახლეობის მიგრაციამ გამოიწვია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალციხის თემისათვის
667 ათასი ლარი გამოიყო – ამის შესახებ საკრებულოს სხომაზე
გახდა ცნობილი. მიმდინარე წელს, დაფინანსება, გასულ წელთან შედარებით,
17 ათასი ლარით მეტია, ეს თანხა კი ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში
ერთ–ერთი კორპუსის გადახურვას მოხმარდება.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ თანხის გაზრდა ქვეყნის
სხვა მნუნიციპალიტეტებში მოსახლეობის მიგრაციამ გამოიწვია. კიდევ ერთი
საკითხი სხდომაზე, დასახლებების საერთო კრების ტიპიურ
დადგენილებებს შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც, სოფლის მხარდაჭერის
პროგრამით გათვალისწინებული თუ სხვა ტიპის კრებები დასახლებებში
სპეციალური წესის მიხედვით უნდა შედგეს. კერძოდ, კრება არ ჩაითვლება
ჩატარებულად თუ მას მოსახლეობის 20% არ დაესწრება. დღესვე განიხილეს
ახალციხის თემის გერბისა და დროშის საკითხიც, რომლის ფარგლებშიც 7
კაციანი სამუშო ჯგუფი დამტკიცდა. სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა
სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბის ჩამოყალიბებაში თემის
მონაწილეობაზე იმსჯელეს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ გუნდი, რეგონის
მასშტაბით შეიქმნება, რისაც 20 000 ლარს სამცხე–ჯავახეთის შვიდივე
მუნიციპალიტეტი ჩარიცხავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.