,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”
კვლევა სამხარეო ადმინისტრაციებში 2015 წელს გაცემული პრემიებისა
და სახელფასო დანამატების შესახებ გამოაქვეყნა. შედეგების
მიხედვით, გასულ წელს, პრემიებსა და დანამატებში 1 114
928.69 ლარი გაიცა, მათ შორის პრემია – 463 817.5 ლარი, სახელფასო
დანამატი კი – 680 111.19 ლარი. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2015
წლის განმავლობაში სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში
ყოველთვიურად გაიცემოდა. ასევე ნათქვამია ისიც, რომ 2012-2014
წლებთან შედარებით, შემცირებულია პრემიების გაცემის სიხშირე და
ოდენობა, თუმცა 2015 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სახელფასო
დანამატის გაცემის მაჩვენებელი. სამცხე–ჯავახეთში უფრო მეტი პრემია
გაიცა, ვიდრე დანამატი. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”
ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში პრემიის
რაოდენობამ 43,690 ლარი შეადგინა, დანამატმა კი – 35,400. ჯამში,
პრემიებსა და დანამატებზე 2015 წელს 79.090 ლარი გაიცა.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”
კვლევა სამხარეო ადმინისტრაციებში 2015 წელს გაცემული პრემიებისა
და სახელფასო დანამატების შესახებ გამოაქვეყნა. შედეგების
მიხედვით, გასულ წელს, პრემიებსა და
დანამატებში 1 114 928.69 ლარი გაიცა, მათ
შორის პრემია – 463 817.5 ლარი, სახელფასო დანამატი
კი – 680 111.19 ლარი. კვლევაში აღნიშნულია,
რომ 2015 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო
ადმინისტრაციაში ყოველთვიურად გაიცემოდა. ასევე ნათქვამია ისიც,
რომ 2012-2014 წლებთან შედარებით, შემცირებულია პრემიების
გაცემის სიხშირე და ოდენობა, თუმცა 2015 წელს მნიშვნელოვნად არის
გაზრდილი სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებელი. სამცხე–ჯავახეთში
უფრო მეტი პრემია გაიცა, ვიდრე დანამატი.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით,
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში პრემიის რაოდენობამ
43,690 ლარი შეადგინა, დანამატმა კი – 35,400. ჯამში, პრემიებსა და
დანამატებზე 2015 წელს 79.090 ლარი გაიცა.