ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. 11 – მა ახალგაზრდამ ეროვნული სიმბოლო ადმინისტრაციული შენობის წინ, ჰიმნის თანხლებით აღმართა. ღონისძიებას ორგანიზება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაუწია.
როგორც მისი წარმომადგენელი განმარტავს, ეროვნული დროშის დღის აღნიშნვას სამცხე–ჯავახეთთან ერთად ქვეყნის 7 რეგიონი შეუერთდა. თითოეული მათგანიდან 11 ახალგაზრდა საღამოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ქვეყნის პირველ პირს შეხვდება.
საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბთან და ჰიმნთან ერთად, ქვეყნის ეროვნული სიმბოლოა. ის საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე იქნა შემოღებული და 2004 წლის 14 იანვრიდან, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ ძალაში შევიდა.
ეროვნული დროშის დღე საქართვლოში მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს აღინიშნა.
|