სხვადასხვა
სახალხო დამცველი ბორჯომელი ახალგაზრდის თვითმკვლელობას ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს 2016 წლის 10 იანვარს, ბორჯომში, 17 წლის არასრულწლოვანის თვითმკვლელობის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლის საფუძველზე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატში  საქმის წარმოება დაიწყო. “აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ბავშვთა თვითმკვლელობის პრევენციის ერთიანი დოკუმენტი. ამდენად, ვერ ხერხდება პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და რისკ–ფაქტორების შესწავლა და აღნიშნული ფენომენის აღმოსაფხვრელი პრევენციული ზომების მიღება. სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების შედეგებიდან იკვეთება, რომ შესწავლილი საქმეებიდან, არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა სსკ–ს 115–ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაზე ბრალდებული პირის იდენტიფიცირება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე–6 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკისრება სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება. კერძოდ,  მან მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება და მისი ჯანსაღი განვითარება” – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სახალხო დამცველი  საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ბავშვთა თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზების შესწავლაზე და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები აღნიშნულის აღმოსაფხვრელად – დაიწყოს მუშაობა არასრულწლოვნებში სუიციდის პრევენციის პოლიტიკის შესამუშავებლად და უზრუნველყოს ამ პროცესში ექსპერტების, სპეციალისტებისა თუ დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით, განახორციელოს სწრაფი და  ეფექტიანი გამოძიება. საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პასუხისმგებელი ორგანოების მუშაობის ეფექტურობას დააკვირდება. შეგახსენებთ, რომ ბორჯომში 10 იანვარს ღამით, მეთორმეტეკლასელმა ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა. მეგობრის მიერ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.  

ucha nanuashvili.jpgსაქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს 2016 წლის 10 იანვარს, ბორჯომში, 17 წლის არასრულწლოვანის თვითმკვლელობის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლის საფუძველზე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატში  საქმის წარმოება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ბავშვთა თვითმკვლელობის პრევენციის ერთიანი დოკუმენტი. ამდენად, ვერ ხერხდება პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და რისკ–ფაქტორების შესწავლა და აღნიშნული ფენომენის აღმოსაფხვრელი პრევენციული ზომების მიღება. სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების შედეგებიდან იკვეთება, რომ შესწავლილი საქმეებიდან, არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა სსკ–ს 115–ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაზე ბრალდებული პირის იდენტიფიცირება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე–6 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკისრება სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება. კერძოდ,  მან მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება და მისი ჯანსაღი განვითარება” – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი  საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ბავშვთა თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზების შესწავლაზე და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები აღნიშნულის აღმოსაფხვრელად – დაიწყოს მუშაობა არასრულწლოვნებში სუიციდის პრევენციის პოლიტიკის შესამუშავებლად და უზრუნველყოს ამ პროცესში ექსპერტების, სპეციალისტებისა თუ დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით, განახორციელოს სწრაფი და  ეფექტიანი გამოძიება.

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პასუხისმგებელი ორგანოების მუშაობის ეფექტურობას დააკვირდება.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში 10 იანვარს ღამით, მეთორმეტეკლასელმა ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა. მეგობრის მიერ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

 

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.