გარემოს ეროვნული სააგენტო 7 – 13 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
სააგენტოს
ცნობით, 7 – 10 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად
უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23, +28°,
აღმოსავლეთ საქართველოში 16, +21° იქნება.
11 -13 ნოემბერს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 4, – 6° – ით დაიკლებს .
|