ახალციხის მუნიციპალიტეტი ახალი წლის შესახვედრად ემზადება.
თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ვალეში, აწყურში, სხვილისში, წყალთბილაში, მინაძეში, აგარასა და წნისში ცენტრალური ქუჩები საახალწლო აქსესუარებით მოირთვება. გამგეობის თანამშრომლები, სანტა კლაუსთან ერთად, ყველა სოფელში მივლენ და მოსახლეობას, ახალ წელს ტკბილეულით მიულოცავენ. საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 700 ლარია გამოყოფილი.