თბილისის სააპელაციო სასამართლო ბორჯომის რაიონული განყოფილების ყოფილი პოლიციელის საქმეს განიხილავს.
ზაურ ლეკიშვილს ბარლი სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით ედება რაც ურთიერთ საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას გულისხმობს. იგი ექვსი თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაშიც იმყოფებოდა, თუმცა ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
იმ მოტივით, რომ განაჩენი დაუსაბუთებელი იყო პროკურატურამ იგი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ზაურ ლეკიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურის მთავარ მიზანს, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის – მამუკა ხვედელიანის დევნა წარმოადგენს, რადგან ლეკიშვილი სწორედ მის წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრალდების, ახალდაბის ეპიზოდთან დაკავშირებით დააკავეს.
ირაკლი ბარძიმაძე განმარტავს, რომ გამოძიება, მამუკა ხვედელიანს ახალდაბაში ახალგაზრდების უკანონოდ დააკავებას ედავებოდა, აღნიშნულზე ზაურ ლეკიშვილი პროკურატურაში დაიბარეს და ხვედელიანის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს, თუმცა ლეკიშვილისგან უარის მიღების შემდეგ, ჩვენება თავად შეადგინეს და ხელი მოაწერინეს. პოლიციელს კი ბრალი ოქმის გაყალბებისა და ურთიერთ საწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის წაუყენეს.
|