ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოციალურ პაკეტში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ოჯახები 2015 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პირველ და მეორე შვილზე 100 ლარის ნაცვლად 125 ლარს მიიღებენ, მესამე შვილზე 200, ხოლო მეოთხე და მეტ შვილზე 250 ლარს.
გარდა ამისა, გაიზარდა უმწეოთა სასადილოთი მოსარგებლთა რაოდენობაც, რადგან ქულათა ზღვრმა 150 000–მდე აიწია. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ვინაიდან მუნიციპალიტეტს არ აქვს საშუალება ცალკე უფასო სასადილო გახსნას, ამიტომ მათი ბენეფიციარებიც, მერიის სასადილოთი ისარგებლებენ.
თამარ გოგინაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის ინიციატივით, სოციალურად დაუცველთა ოჯახებს შეუძლიათ ნიადაგი უფასოდ გამოიკვლიონ.
ასევე, მუნიციპალიტეტი ერთჯერადად, 75 ლარით დაეხმარება ჰემოდიალეზიან პაციენტებს. ცვლილებებია სამედიცინო გამოკვლევებსა და ოპერაციებზეც.
|