“ლეიბორისტული პარტიიდან” დეპუტატის მანდატისთვის, ბორჯომ-ასპინძის გაერთიანებულ ოლქში გიორგი გიუაშვილი იბრძოლებს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 26 ივლისს პარტიის ლიდერმა წარადგინა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გიუაშვილი ბოჯომში კორუფციასა და უსამართლობას დაუპირისპირდება.
“მე დავასრულებ კორუფციას ბორჯომში. დავასრულებ უხარისხო მშენებლობებს, ნეპოტიზმს, შერჩევით სამართალს და დანარჩენ უმსგავსობას, რომელიც იქ ყოველდღიურად ხდება” – განაცხადა გიორგი გიუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ასპინძა–ბორჯომის გაერთიანებულ ოლქში დეპუტატის მანდატისთვის “ქართული ოცნებიდან” გედევან ფიფგხაძე იბრძოლებს, ხოლო, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” – ტარიელ ლონდარიძე.
თიკო კურტანიძე