ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილმა დეპუტატობის კანდიდატებმა, პირველი დებატები გამართეს. ხუთივე მათგანი, დემოკრატიული ჩართულობის მედიაცენტრში შეკრებილ საზოგადოებას, მათ საარჩევნო პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
შეხვედრას სადამკვირვებლო მისიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მედია და კანდიდატების მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ორგანიზატორებმა ხუთივე მათგანს ერთი და იგივე კითხვა დაუსვა. თითოეულ კანდიდატს პასუხისთვის სამი წუთი ჰქონდა მიცემული. შეხვედრის ბოლოს, კანდიდატებმა დამსწრე საზოგადოების კითხებსაც უპასუხეს.
შეხვედრის მიზანი, ამომრჩევლისთვის დეპუტატობის კანდიდატების გაცნობა იყო. პირველი დებატების ორგანიზატორი ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრია.