მეწარმეობის განვითარების საააგენტო, მაღამთიანი სტატუსის მქონე მოსახლეობისთვის, მიკრო გრანტების გაცემას იწყებს. მისი მიზანი მაღალმთიანი დასახლებებიდან მიგრაციის შეჩერებაა.
ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების შესაძლებლობა,მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ნებისმიერ პირს შეუძლია. პროექტში მონაწილეობით მას საშუალება ეძლევა, სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000, 10 000 ან 15 000 ლარის თანადაფინანსება.
ბიზნეს იდეების წარდგენა 27 ივნისს დაიწყო და 30 ივლისამდე გაგრძელდება. პროექტი ,,მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ სახელმწიფო პროგრამის – ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წელს პირველად ხორციელდება და მასში ავტომატურად მონაწილეობას ის ბენეფიციარები მიიღებენ, ვინც ,,მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების“ პროექტში იყო ჩარტული, თუმცა ბიზნეს იდეა არ დაუფინანსდა.
სამცხე–ჯავახეთის რეგიონიდან პროექტში 500 ბენეფიციარი უკვე ჩაერთო და 300 ბიზნეს–იდეა დარეგისტრირდა.